კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
ნაფიცი მსაჯულების მიერ განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს ბრალდების მხარდაჭერას ქვეყნის მასშტაბით ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გამართულ სასამართლო პროცესებზე, სათანადო გაანალიზების და სამომავლო გეგმების დასახვის მიზნით სწავლობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილულ სისხლის სამართლის საქმეებს და არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე წარადგენს წინადადებებს ამ მიმართულებით პროკურორთა პროფესიული გადამზადების შესახებ.
სამმართველო აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან და ევროსაბჭოს ქართულ ოფისთან, რომელთა მხარდაჭერით და ორგანიზებით ხორციელდება პროკურორების გადამზადება სასამართლო უნარ-ჩვევების გაუმჯობესების და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების შესწავლის მიმართულებით.
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით და სამმართველოს თანამშრომლების ჩართულობით სისტემატიურად ხორციელდება შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებთან ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებულ საკითხებზე და აყალიბებს მოქალაქეების დადებით განწყობას პროცესში მოქალაქეების ჩართულობის თაობაზე.