კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

საზოგადოებრივი პროკურატურა

გეოგრაფიული დაფარვა

საქართველოს ყველა რეგიონი.

პროექტის მიზანი:

  • დანაშაულის პრევენცია;
  • მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციაში პროკურორის ჩართულობის ზრდა, პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა, დანაშაულის გეოგრაფიული განფენილობისა და გავრცელების შესაბამისად მის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგიანობის ზრდა;
  • საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება, პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

აქტივობები და ძირითადი სამიზნე ჯგუფები

პროექტის ფარგლებში ხორციელდება სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების, საგანმანათლებლო-ინტელექტუალური, სპორტული, კულტურული და საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებები. ეწყობა სხვადასხვა აქციები, როგორიცაა გამწვანების, დასუფთავების და სხვა.

ღონისძიებების სამიზნე ძირითადი ჯგუფი არასრულწლოვნები და ახალგაზრდებია, მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფი ახალგაზრდები.

შედეგი

პროექტის გავლენით გაზრდილია სისხლის სამართლის პოლიტიკაზე და პროკურატურის საქმიანობაზე საზოგადოების ინფორმირების დონე და ნდობის ხარისხი და საზოგადოება მეტად ინფორმირებულია სისხლის სამართალწარმოების პროცესში ჩართულ პირთა უფლება-მოვალეობებზე.