კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
საერთაშორისო თანამშრომლობა
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები:
მთავარი პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა; უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ექსტრადიციის საკითხების განხილვა, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ გაგზავნა; კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულ პირთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემასთან (გადმოცემასთან) დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება; საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე შენიშვნებისა და წინადადების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობისპირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ემუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლონათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, აღნიშნულ საქმეებზე ქვემდგომი საოლქო და რაიონული პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა.დეპარტამენტის სტრუქტურა
საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო
საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო უზრუნველყოფს საქართველოს კომპეტენტური ორგანოების საერთაშორისო სამართლებრივ თანამშრომლობას სისხლის სამართლის საქმეებზე. საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია: ექსტრადიციის, საერთაშორისო სამართლებრივი დახმარებისა და მსჯავრდებულების გადაცემის საკითხების განხილვა.იურიდიული სამმართველო
საქართველოს მთავარი პროკურატურის იურიდიული სამმართველო უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე წარმოადგენს პროკურატურას. გარდა ამისა, აღნიშნული სამმართველო საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე ამზადებს შენიშვნებსა და წინადადებებს. იურიდიული სამმართველოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანითმოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ემუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, აღნიშნულ საქმეებზე ქვემდგომი საოლქო და რაიონული პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა.საკანონმდებლო ბაზა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის N252 ბრძენება საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის N275 ბრძენება საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონი პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ ევროპული კონვენცია ექსტრადიციის შესახებ (პარიზი, 13.XII.1957); ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმი (პროტოკოლი) (სტრასბურგი, 15. X.1975); ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმი (პროტოკოლი)(სტრასბურგი, 17. III.1978); სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენცია (სტრასბურგი, 20.IV.1959); სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმი (პროტოკოლი) (სტრასბურგი, 17.III.1978.); ევროპული კონვენცია სისხლისსამართლებრივ განაჩენთა საერთაშორისო აღიარების შესახებ (ჰააგა, 28.V.1970); ევროპული კონვენცია ტერორიზმის აღკვეთის შესახებ (სტრასბურგი, 27.I.1977); კონვენცია მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ (სტრასბურგი, 21. III.1983); კონვენცია უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციის, ჩხრეკის, ამოღებისა და კონფისკაციის შესახებ (სტრასბურგი, 8.XI.1990); მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმი (პროტოკოლი) (სტრასბურგი, 18.XII.1997); სისხლის სამართლის კონვენცია კორუფციის შესახებ (სტრასბურგი, 27.I.1999.); ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (ვარშავა, 16.V.2005); კონვენცია სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საკითხებზე სამართლებრივი თანამშრომლობისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ (მინსკი, 22.I.1993); კონვენცია განაჩენის შემდგომი აღსურლების მიზნით მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ (მოსკოვი, 6.III.1998); გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ; გაერთიანებული ერების ორგანიზაციისკონვენცია ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ ოქმი (პროტოკოლი), რომელიც ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის დამატებას წარმოადგენს. ხმელეთით, ზღვით და საჰაერო სივრცით მიგრანტთა კონტრაბანდის წინააღმდეგ ოქმი (პროტოკოლი), რომელიც ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის დამატებას წარმოადგენს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ნარკოტიკული საშუალებებითა და ფსიქოტროპული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ; საერთაშორისო კონვენცია მძევლების აყვანის წინააღდმეგ მიღებული 1979 წლის 17 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ; კონვენცია საერთაშორისოდ დაცული პირების, მათ შორის დიპლომატიური პირების,წინააღმდეგ დანაშაულის აღკვეთისა და დასჯის შესახებ მიღებული 1973 წლის 14 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ;FAQ
რა არის ექსტრადიცია?
რას ნიშნავს მსჯავრდებულის გადაცემა/გადმოცემა?