კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
საკადრო პოლიტიკა
რა უპირატესობები აქვს საქართველოს პროკურატურაში დასაქმებას
საქართველოს პროკურატურა ყველა მოქალაქეს უქმნის თანაბარ შესაძლებლობებს დასაქმდეს საქართველოს პროკურატურის სისტემაში და მიღებული განათლება, გამოცდილება და უნარები გამოიყენოს მართლმსაჯულების აღსრულების ხელშესაწყობად.
როგორ დავსაქმდეთ საქართველოს პროკურატურაში
საქართველოს პროკურატურაში დასაქმება ძირითადად ღია კონკურსის გზით ხორციელდება. ახალი თანამშრომლების შერჩევის პროცედურები ობიექტური, გამჭვირვალე და სამართლიანია.
პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობაზე დანიშვნა სტაჟირების გავლის გზით არის შესაძლებელი. ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე შერჩეულ სტაჟიორებს სტაჟირების დაწყვებამდე უტარდებათ ორთვიანი მოსამზადებელი კურსი.
სტაჟირების პერიოდში სტაჟიორებს აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე უტარდებათ ტრენინგები და ტესტირებები.
ერთწლიანი სტაჟირების გასვლის შემდეგ, ხდება სტაჟიორთა შეფასება და წარმატებული სტაჟიორები ინიშნებიან პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობებზე.
საჯარო მოხელეებისათვის განკუთვნილ ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატთა შერჩევაც ხორციელდება კონკურსის გზით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ვინ შეიძლება გახდეს პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი
პროკურორად/პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;
ფლობს სამართალწარმოების ენას;
ჩაბარებული აქვს პროკურატურის, მოსამართლეობის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
აქვს მოვალეობის შესასრულებლად შესაფერისი საქმიანი თვისებები, მორალური პრინციპები და ჯანმრთელობის მდგომარეობა;
გავლილი აქვს სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში;
დადებული აქვს პროკურატურის თანამშრომლის ფიცი.