კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
დაგეგმე ღია ლექცია
საქართველოს პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან,
ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და ყოველწლიურად მასპინძლობს სტუდენტებსა და სკოლის
მოსწავლეებს. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა იმ ახალგაზრდებისათვის, რომელთაც სურთ პრაქტიკოსი
პროკურორებისაგან/გამომძიებლებისაგან მიიღონ ინფორმაცია და უკეთ გაეცნონ საქართველოს პროკურატურის
საქმიანობას, სხვადასხვა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებსა და მათთვის აქტუალურ საკითხებს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული დაგეგმოთ ღია ლექცია საქართველოს პროკურატურაში, ამისათვის საჭიროა შეკრიბოთ მინიმუმ
30 თანამოაზრე სტუდენტი, ან სკოლის მოსწავლე; ვებ-გვერდის მეშვეობით შეავსოთ ქვემოთ წარმოდგენილი ელექტრონული
აპლიკაცია და მოგვაწოდოთ შესაბამისი მონაცემები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თემების ჩამონათვალში მაქსიმუმ 3 მიმართულების არჩევა შეგიძლიათ.
თითოეული განაცხადის მიღებისა და განხილვის შემდგომ, დაგიკავშირდებათ საქართველოს პროკურატურის
წარმომადგენელი. აღნიშნული პროექტის მიზანი ახალგაზრდების განვითარება და მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა.