კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

პრაქტიკის გავლა

საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის პირობები


 

 

საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკაზე მიღება წარმოებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი შესაბამისი კრიტერიუმებისა და 2020 წლის 17 ნოემბრის №046 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკის გავლის წესის“ მოთხოვნათა შესაბამისად.

პრაქტიკაზე მიღება წარმოებს კონკურსის წესით.

პრაქტიკანტად შეიძლება მიღებულ იქნეს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სამართალწარმოების ენას და აქვს უმაღლესი განათლება ან განათლების მიმღები სტუდენტია.

საქართველოს პროკურატურა პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.