კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

ფუნქციები

საპროკურორო საქმიანობა

საგამოძიებო საქმიანობა

საპროკურორო საქმიანობა

პროკურორი ბრალდების მხარეა და სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობს სახელმწიფოს სახელით.

პროკურორი უფლებამოსილია დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ანდა დანაშაულის ჩამდენი პირი განარიდოს მართლმსაჯულების სისტემას.

პროკურორი სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად საპროცესო ხელმძღვანელობას უწევს გამოძიებას.

პროკურორი სახელმწიფო ბრალმდებელია და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას ყველა ინსტანციის სასამართლოში. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე პროკურორი ითხოვს ბრალდებულის დამნაშავედ ცნობას.

პროკურორი ზედამხედველობს უფლებამოსილი ორგანოების მიერ განხორციელებული იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას, რომლებიც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ექცევა საპროკურორო უფლებემოსილების ფარგლებში.

პროკურორი იცავს თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უფლებებს, დაუბრკოლებლად შედის მათი განთავსების ადგილზე შემოწმების, გამოკითხვის, თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცნობის მიზნით, უკანონოდ განთავსების დადასტურების შემთხვევაში იღებს ზომებს მათ გასათავისუფლებლად.

პროკურორი უფლებამოსილია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ცალკეული სუბიექტების კუთვნილი ქონების ჩამოსართმევად აღძრას სამოქალაქო სარჩელი.

საგამოძიებო საქმიანობა

პროკურატურა სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას მის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებზე.

პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებს განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონი „პროკურატურის შესახებ“ და საქართველოს გენერალური პროკურორის 2025 წლის 30 ივნისის ბრძანება „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“.

პროკურატურა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას.