კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

თანამდებობის პირები

გიორგი გაბიტაშვილი

საქართველოს გენერალური პროკურორი

2004 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

  • გიორგი გაბიტაშვილმა კარიერა 2007 წელს, საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების პროგრამით დაიწყო. სტაჟირების დასრულებისთანავე ის დაინიშნა პროკურორად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში.

  • 2009 წელს გიორგი გაბიტაშვილი დააწინაურეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსად, სადაც ის საქმიანობდა 2013 წლამდე.

  • 2013 წლის 14 იანვრიდან გიორგი გაბიტაშვილმა პროფესიული საქმიანობა გააგრძელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

  • 2013 წლის 13 ივნისიდან 2024 წლის 18 ივლისამდე გიორგი გაბიტაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

  • 2024 წლის 18 ივლისიდან იკავებს საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას.

გიორგი გაბიტაშვილს გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი პროფესიული განვითარების მიზნით, კერძოდ სასამართლო უნარ-ჩვევების, სამართლებრივი წერის, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის კუთხით.

უკან დაბრუნება