კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

თანამდებობის პირები

ზურაბ ბელთაძე

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე

2025 წლის 13 მაისს დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ.

ზურაბ ბელთაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

2003 წელს წარმატებით გაიარა სტაჟირება და დაინიშნა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორად, საგამოძიებო მიმართულებით.

სტაჟირების დასრულების შემდგომ, მუშაობა განაგრძო რუსთავის საქალაქო პროკურატურის პროკურორის თანაშემწის პოზიციაზე, ხოლო 2005 წლიდან დაინიშნა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორად.

2015 წლიდან პროფესიული კარიერა განაგრძო საადვოკატო მიმართულებით და 10 წელზე მეტი იმსახურა ადვოკატად.

საპროკურორო და საადვოკატო საქმიანობის პარალელურად, გავლილი აქვს პროფესიული გადამზადებისა და სპეციალიზაციის არაერთი კურსი.

ზურაბ ბელთაძეს მინიჭებული აქვს იუსტიციის უმცროსი მრჩევლის სპეციალური წოდება.

უკან დაბრუნება