კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

საჯარო ურთიერთობის მდივანი

„პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, ქვეყნის შიგნით უწყების წარმომადგენლობის უზრუნველმყოფი ერთ-ერთი რგოლი საჯარო ურთიერთობის მდივანია.

საჯარო ურთიერთობების მდივანი გენერალური პროკურორის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკურატურის თანამშრომელია, რომელიც:

- უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და წარმომადგენლობებთან პროკურატურის კოორდინირებულ ურთიერთობას და ხელს უწყობს სწრაფ და ეფექტიან კომუნიკაციას;

- უზრუნველყოფს წინადადებების მომზადებას საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით;

- კოორდინირებას უწევს და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში;

- ასრულებს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

საჯარო ურთიერთობის მდივანი:

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი

ტელეფონი: +995 32 2405155

ელ.ფოსტა: [email protected]