კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

თანამდებობის პირები

ამირან გულუაშვილი

გენერალური პროკურორის მოადგილე

2025 წლის 31 იანვრიდან დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ.

ამირან გულუაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, მაგისტრის ხარისხით.

2011 წელს წარმატებით გაიარა სტაჟირების კონკურსი და დაინიშნა ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორად.

სტაჟირების დასრულების შემდგომ, მუშაობა განაგრძო ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის პოზიციაზე.

2013 წლიდან თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორად გამწესდა, ხოლო 2 წლის შემდგომ დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორად.

2018 წელს დაწინაურდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორად და შემდგომ, ამავე სამმართველოს - უფროსად.

2022 წლიდან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში იკავებდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.

გავლილი აქვს პროფესიული გადამზადებისა და სპეციალიზაციის არაერთი კურსი.

საპროკურორო საქმიანობის პარალელურად, 2018 წლიდან ჩართულია პედაგოგიურ საქმიანობაში სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

ამირან გულუაშვილს მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის სპეციალური წოდება.

უკან დაბრუნება