კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
თანამდებობის პირები
ავთანდილ კოჭლამაზაშვილი
გენერალური პროკურორის მოადგილე
2024 წლის 18 ნოემბრიდან დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ.
ავთანდილ კოჭლამაზაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.
2006 წელს წარმატებით გაიარა სტაჟირების კონკურსი და დაინიშნა გენერალური პროკურატურის სტაჟიორად.
სტაჟირების დასრულების შემდგომ, მუშაობა განაგრძო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში, პროკურორის პოზიციაზე.
2009 წლიდან დაინიშნა პროკურორად საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და საპროცესო ხელმძღვანელობას უწევდა გამოძიებას საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში.
2012 წლიდან პროფესიული კარიერა განაგრძო განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის პოზიციაზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.
2013 წელს დაწინაურდა საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის ჯერ უფროსის მოადგილის, ხოლო შემდგომ უფროსის თანამდებობაზე და საპროცესო ხელმძღვანელობას უწევდა გამოძიებას საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, დაზვერვის სამსახურსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ დანიშვნამდე, 5 წელზე მეტი იმსახურა საოლქო პროკურორის პოზიციებზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურებში.
საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის პარალელურად, გავლილი აქვს პროფესიული გადამზადებისა და სპეციალიზაციის არაერთი კურსი.
ავთანდილ კოჭლამაზაშვილს მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის სპეციალური წოდება.