კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

თანამდებობის პირები

გიგა ძნელაძე

გენერალური პროკურორის მოადგილე

2025 წლის 14 ივლისიდან დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ.

გიგა ძნელაძე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, მაგისტრის ხარისხით.

2007 წელს წარმატებით გაიარა სტაჟირების კონკურსი და დაინიშნა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორად.

სტაჟირების დასრულების შემდგომ, მუშაობა განაგრძო სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორის პოზიციაზე.

2012 წლიდან დაწინაურდა და დაინიშნა ჯერ თელავის, ხოლო მოგვიანებით გურჯაანის რაიონული პროკურორის მოადგილის პოზიციაზე.

2013 წლიდან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაინიშნა პროკურორად და საპროცესო ხელმძღვანელობას უწევდა გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ხოლო 2016 წლიდან ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაწინაურდა.

2020 წელს დაიკავა საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა და საპროცესო ხელმძღვანელობას უწევდა გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში.

საპროკურორო საქმიანობის პარალელურად, გავლილი აქვს პროფესიული გადამზადებისა და სპეციალიზაციის არაერთი კურსი.

გიგა ძნელაძეს მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის სპეციალური წოდება.

უკან დაბრუნება