კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
თანამდებობის პირები
გიორგი გვარაკიძე
საქართველოს გენერალური პროკურორი
2025 წლის 24 ივნისიდან არჩეულ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურორად.
გიორგი გვარაკიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.
2003 წელს წარმატებით გაიარა სტაჟირება და დაინიშნა იმერეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორად.
სტაჟირების დასრულების შემდგომ, მუშაობა განაგრძო იმერეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ-კრიმინალისტის პოზიციაზე.
2004 წლიდან იკავებდა გამომძიებლის თანამდებობას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში.
2009 წლიდან, დაწინაურდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის და შემდგომ - საოლქო პროკურორის მოადგილის პოზიციაზე.
2016 წლიდან დაიკავა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობა.
ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილედ გამწესებიდან მალევე, 2019 წლიდან პროფესიული კარიერა განაგრძო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სადაც იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს საგამოძიებო მიმართულებით.
2025 წლიდან დაუბრუნდა საპროკურორო საქმიანობას და დაინიშნა თბილისის პროკურორად, ხოლო გენერალურ პროკურორად გამწესებამდე, 2025 წლის ივლისიდან დაიკავა გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა.
საპროკურორო და საგამოძიებო მიმართულებით გავლილი აქვს პროფესიული გადამზადებისა და სპეციალიზაციის არაერთი კურსი.
გიორგი გვარაკიძეს მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის სპეციალური წოდება.