კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
კონფიდენციალობის პოლიტიკა
ჩვენ შესახებ
საქართველოს პროკურატურა დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: ვახორციელებთ სისხლისსამართლებრივ დევნას; სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ვახორციელებთ გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას; კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ვატარებთ გამოძიებას.
მეტი ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ იხილეთ აქ
სამსახურის სატელეფონო ნომერი: +995 32 240 53 43
სამსახურის მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა N24, 0114
სამსახურის ელ. ფოსტის მისამართი: [email protected]
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: ოთარ ჯახველაძე
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საკონტაქტო მონაცემები: +995 +995 32 240 53 43 (1713); [email protected]
როგორ მოვიპოვეთ მონაცემებს
თქვენ შესახებ ინფორმაციას თქვენგანვე ვიღებთ, როდესაც:
მოგვმართავთ განცხადებით ან შეტყობინებით და ითხოვთ თქვენს შესახებ პერსონალური და განსაკუთრებული კატეგორიის ან სტატისტიკური ინფორმაციის გაცემას;
მოგვამრთავთ განცხადებით, სტაჟის დადგენის და პენსიის დანიშვნის შესახებ;
მოგვმართავთ ჩვენს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული საჩივრით;
მონაწილეობთ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში;
სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის ფარგლებში წარმოგვიდგენთ სატენდერო წინადადებას;
რეგისტრირდებით ჩვენ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასწრების მიზნით;
ესწრებით ღონისძიებებს, რომლებზეც აღვრიცხავთ თქვენს დასწრებას და ვიღებთ ფოტოს/ვიდეოს;
ექცევით ჩვენს ადმინისტრაციულ შენობებში და მათ გარე პერიმეტრზე ჩვენ მიერ განთავსებული ვიდეოკამერების ხედვის არეალში;
გვიკავშირდებით ჩვენს სატელეფონო ნომერზე;
აღვრიცხავთ ჩვენს ადმინისტრაციულ შენობებში თქვენი დაშვების ფაქტს;
გვაწვდით ინფორმაციას ჩვენი თანამშრომლების სავარაუდო დისციპლინური გადაცდომების შესახებ;
გვაწვდით ინფომაციას სამსახურებრივი შემოწმების დროს;
გვაწვდით ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმეზე;
მოგვმართავთ თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლების რეალიზების მოთხოვნით.
მათ შორის, სხვა პირის განცხადების წარმოდგენისას, როდესაც მითითებულია თქვენს შესახებ ინფორმაცია.
რა მონაცემებს ვამუშავებთ
თქვენი განცხადებების და შეტყობინებების განხილვის ფარგლებში მოვიპოვებთ:
პერსონალურ და განსაკუთრებული ხასიათის კატეგორიის მონაცემს.
რისთვის ვიყენებთ
შეგროვებულ მონაცემებს ვიყენებთ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
რა საფუძვლით ვამუშავებთ
განცხადებების და შეტყობინებების შესწავლის ფარგლებში შეგროვებული მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძვლებს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება საჭიროა ჩვენ მიერ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია თქვენი მომართვის განსახილველად.
განცხადებებისა და შეტყობინებების შესწავლის ფარგლებში შეგროვებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებისას ვეყრდნობით შემდეგ საფუძველს:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი - განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში.
რომელ დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს ვიყენებთ
შპს საქართველოს ფოსტა
სსიპ ციფრული მართველობის სააგენტო
ჩვენი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით ინფორმაციას ვათავსებთ Facebook-ზე,
ვის გადავცემთ
საფოსტო ორგანიზაციას, როგორც დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს;
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, როგორც თანადამმუშავებაზე უფლებამოსილ პირს;
შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს;
საგამოძიებო ორგანოს;
განცხადების საფუძველზე ინფორმაციის მომთხოვნ წარმომადგენელს;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
რა ვადით ვინახავთ თქვენს მონაცემებს
ჩვენთან მოხვედრილ მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია ზემოხსენებული მიზნების მისაღწევად ან/და მონაცემების შენახვასთან დაკავშირებით ჩვენთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
თქვენ როგორც მონაცემთა სუბიექტს შეგიძლიათ ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის შემდეგი უფლებებით:
ა) მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება (მე-13 მუხლი);
ბ) მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება (მე-14 მუხლი);
გ) მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება (მე-15 მუხლი);
დ) მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება (მე-16 მუხლი);
ე) მონაცემთა დაბლოკვის უფლება (მე-17 მუხლი);
ვ) მონაცემთა გადატანის უფლება (მე-18 მუხლი);
ზ) ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული უფლებები (მე-19 მუხლი);
თ) თანხმობის გამოხმობის უფლება (მე-20 მუხლი);
ი) გასაჩივრების უფლება (22-ე მუხლი).
მეტი ინფორმაცია თქვენი უფლებების შესახებ იხილეთ აქ
აღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
ცვლილებები
ჩვენ პერიოდულად უზრუნველვყოფთ ამ ინფორმაციის განახლებას.