კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორი

უკან დაბრუნება

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის შესახებ

faq plus sign

2011 წლიდან საქართველოს პროკურატურაში ფუნქციონირებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორი უზრუნველყოფს მოწმის/დაზარალებულის ემოციურ მხარდაჭერას, მართლმსაჯულების პროცესში მისი საჭიროებების იდენტიფიცირებას და მისი ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას.

2018 წელს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი გახდა სამართალწარმოების პროცესის მონაწილე და აღიჭურვა არაერთი მნიშვნელოვანი ფუნქციით.

2018 წლიდან მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ფუნციონირებს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

რა მიზანს ემსახურება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური

faq plus sign

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმეში ჩართვის მიზანია:

  • მოწმეს/დაზარალებულს გაუმარტივოს სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობა
  • უზრუნველყოს მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერა დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირების და სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობისას დამატებითი სტრესის თავიდან აცილების მიზნით
  • უზრუნველყოს გამოძიების მიმდინარეობისას და სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმის/დაზარალებულის ინფორმირებულობა

ვინ და როდის იღებს გადაწყვეტილებას მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმეში ჩართვის შესახებ

faq plus sign

სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი.

პროკურორი კოორდინატორის საქმეში ჩართვის მიზანშეწონილობას აფასებს მოწმის/დაზარალებულის საჭიროებების და ინტერესებისა გათვალისწინებით.

პროკურორი უფლებამოსილია პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი საქმეში ჩართოს სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამომძიებელი, საქმის სასამართლოში წარმართვამდე.

როგორ ხდება კოორდინატორის პირველი კომუნიკაცია მოწმესთან/დაზარალებულთან

faq plus sign

კოორდინატორის საქმეში ჩართვის შესახებ დადგენილების გამოტანისთანავე, კოორდინატორი უკავშირდება მოწმეს/დაზარალებულს, აცნობს საკუთარ ფუნქციებსა და მოვალეობებს და არკვევს მოწმის/დაზარალებულის პოზიციას საქმეში კოორდინატორის ჩართვის შესახებ.

მოწმის/დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში, საქმეში ერთვება კოორდინატორი. კოორდინატორის საქმეში ჩართვის შესახებ მოწმის/დაზარალებულის უარის მიუხედავად, მოწმე/დაზარალებული უფლებამოსილია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე შეცვალოს გადაწყვეტილება და მიმართოს პროკურორს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმეში ჩართვის თხოვნით.

კოორდინატორსა და მოწმეს/დაზარალებულს შორის როგორც პირველი, ისე შემდეგი კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს სატელეფონო ან პირისპირ შეხვედრის ფორმით.

რა დანაშაულის საქმეზე ერთვება კოორდინატორი

faq plus sign

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ განსაზღვრავს იმ დანაშაულთა წრეს, რა შემთხვევაშიც სავალდებულოა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმეში ჩართვა.

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით განისაზღვრა კრიტერიუმები, რა დროსაც პროკურატურის კოორდინატორი სავალდებულოდ ერთვება სისხლის სამართლის საქმეში.

კერძოდ:

  • მსხვერპლი (დაზარალებული/პოტენციური დაზარალებული) არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირი.
  • სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი დანაშაულების მსხვერპლთა (დაზარალებული/პოტენციური დაზარალებული) სისხლის სამართლის საქმეებში:
  • 109-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში), თუ დანაშაული ჩადენილია ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის ან არასრულწლოვნის მიმართ
  • 115-ე მუხლი (თვითმკვლელობამდე მიყვანა), თუ გარემოებებით იკვეთება შესაძლო თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ნიშნები და ქმედება განხორციელდა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის ან არასრულწლოვნის მიმართ
  • 137-ე მუხლი (გაუპატიურება)
  • 138-ე მუხლი (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება)
  • 139-ე მუხლი (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება)
  • 140-ე მუხლი (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში)
  • 141-ე მუხლი (გარყვნილი ქმედება)
  • 143-ე მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), თუ დანაშაული ჩადენილია ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის ან არასრულწლოვნის მიმართ
  • 1431 მუხლი (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი))
  • 1432 მუხლი (არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი))
  • 1433 მუხლი (ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა)
  • 1441 მუხლი (წამება)
  • 1442 მუხლი (წამების მუქარა)
  • 1443 მუხლი (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა)
  • 1501 მუხლი (ქორწინების იძულება), თუ დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნის მიმართ

გენერალური პროკურორის ბრძანების თანახმად, პროკურორმა პროკურატურის კოორდინატორი საქმეში პრიორიტეტულად უნდა ჩართოს შემდეგი დანაშაულების მოწყვლად კატეგორიას მიკუთვნებულ მსხვერპლთა (დაზარალებული/პოტენციური დაზარალებული) სისხლის სამართლის საქმეებში:

  • 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა)
  • 109-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში)
  • 117-ე მუხლი (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), თუ დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნის ან ქალის მიმართ
  • 133-ე მუხლი (უკანონო აბორტი)
  • 1331 მუხლი (სტერილიზაცია თანხმობის გარეშე)
  • 1332 მუხლი (ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება)
  • 143-ე მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), თუ დანაშაული ჩადენილია ქალის მიმართ
  • 1501 მუხლი (ქორწინების იძულება)
  • 1511 მუხლი (ადევნება)
  • 157-ე მუხლი (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა), თუ დანაშაული ჩადენილია ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ან არასრულწლოვნის მიმართ
  • 1571 მუხლი (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა), თუ დანაშაული ჩადენილია ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ან არასრულწლოვნის მიმართ
  • მოწყვლად კატეგორიას მიკუთვნებულ მსხვერპლთა სისხლის სამართლის საქმეები თუ სახეზეა ოჯახში ძალადობა, ოჯახური დანაშაული და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული
  • ძალადობრივი დანაშაული, თუ დანაშაულის მსხვერპლი არასრულწლოვანია
  • საქმეებში, სადაც იკვეთება, რომ მსხვერპლს დანაშაულის შედეგად მიადგა არსებითი ხასიათის ფიზიკური ან/და მორალური ზიანი ან/და დანაშაულისგან გამოწვეული სტრესის გამო დაზარალებულთან/მოწმესთან კომუნიკაცია გართულებულია და საჭიროებს (მხარდაჭერას)

როდის შეუძლია მოწმეს/დაზარალებულს მოითხოვოს კოორდინატორის საქმეში ჩართვა

faq plus sign

თუ მოწმე/დაზარალებული ჩათვლის, რომ მას სჭირდება სამართალწარმოების პროცესში ემოციური მხარდაჭერა, უფლებამოსილია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს პროკურორს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის საქმეში ჩართვის თხოვნით.

რა უფლებამოსილება აქვს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორს

faq plus sign

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი უფლებამოსილია:

  • პროკურორთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ მოწმეს/დაზარალებულს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ
  • მოწმეს/დაზარალებულს განუმარტოს უფლება-მოვალეობები, ასევე, აუხსნას გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სამართლებრივი პროცედურები
  • მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით გამოძიების მიმდინარეობისას დაესწროს მოწმის/დაზარალებულის გამოკითხვას და მისი მონაწილეობით ჩატარებულ სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, მაგალითად, ამოცნობას, საგამოძიებო ექსპერიმენტს, ექსპერტიზის ჩატარებას
  • მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით საქმის სასამართლო განხილვისას დაესწროს მოწმის/დაზარალებულის სასამართლოში დაკითხვას და მისი მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს
  • მოწმესა და დაზარალებულს მიაწოდოს ინფორმაცია მისთვის საჭირო იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს შესაბამის ორგანოსთან/ორგანიზაციასთან დაკავშირებაში

რა ინფორმაციის მიღება შეუძლია დაზარალებულს კოორდინატორისგან გამოძიების მიმდინარეობისას და საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე

faq plus sign

პროკურორთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ კოორდინატორი დაზარალებულს აწვდის ინფორმაციას შემდეგი გადაწყვეტილებების შესახებ:

  • გამოძიების დაწყება/განახლება
  • დაზარალებულად ცნობის დადგენილების გამოტანა/გაუქმება
  • ბრალდებულის დაკავება
  • სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება/სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა
  • ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება/შეცვლა/გაუქმება
  • დისკრეციის/განრიდების/განრიდების და მედიაციის გამოყენება
  • სისხლის სამართლის საქმის ტერიტორიული ან უწყებრივი ქვემდებარეობით გადაგზავნა
  • სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა

დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში, კოორდინატორი პროკურორის დავალებით მას წინასწარ აწვდის ინფორმაციას შემდეგი საპროცესო მოქმედებების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ:

  • მაგისტრატ მოსამართლესთან ბრალდებულის პირველი წარდგენა
  • წინასასამართლო სხდომის თარიღი და ადგილი
  • საქმის სასამართლოში განხილვის სხდომის თარიღები
  • საპროცესო შეთანხმების გაფორმება
  • სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის განხილვის სასამართლო სხდომა
  • სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომა
  • სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო სხდომა

პროკურორის დავალებით კოორდინატორი დაზარალებულს ასევე აწვდის ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

  • წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა ან საქმის არსებითად განსახილველად გადაცემა
  • საქმის სასამართლოში განხილვის შედეგი, მათ შორის, ბრალდებულისთვის შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაზარალებულს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს შეზღუდვიდან გამომდინარე, მისი საჭიროებების გათვალისწინებით.

როგორ ეხმარება კოორდინატორი ოჯახური დანაშაულის მსხვერპლს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში

faq plus sign

თუ ოჯახური დანაშაულის საქმეზე დაზარალებული/მოწმე აპირებს გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ, პროკურორისთვის მნიშვნელოვანია, იგი სრულად აცნობიერებდეს ამ გადაწყვეტილების თანმდევ შედეგებს და ითვალისწინებდეს მოსალოდნელ რისკებს. ამ მიზნით, სასამართლოში ჩვენების მიცემამდე, კოორდინატორი პროკურორთან ერთად დაზარალებულს უწევს კონსულტაციას, რათა დაზარალებულმა სრულყოფილად გაიაზროს მისი უფლება-მოვალეობები და როლი მართლმსაჯულების პროცესში, საქმის განხილვის ეტაპზე ჩვენების მიცემის მნიშვნელობა, მართლმსაჯულების აღსრულების მიზანი, ძალადობის განმეორების მოსალოდნელი საფრთხე და შედეგები. დაზარალებულთან კომუნიკაციისას პროკურორი/კოორდინატორი უნდა დარწმუნდეს, რომ დაზარალებულის მიმართ არ ხორციელდება უკანონო ზემოქმედება (მუქარა, იძულება, დაშინება), შეფასდეს დაზარალებულის მიმართ ფსიქოლოგიური, მორალური და სხვა სახის მხარდაჭერის საჭიროება და მიღებული იქნას შესაბამისი ზომები.

როგორ დავუკავშირდეთ პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორს

faq plus sign

საქართველოს გენერალური პროკურატურა:

ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №24

☎️ (032) 2 405 398; 2 405 052; 2 405 745

თბილისის პროკურატურა

ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

☎️ (032) 2 405 487; 2 405 428

ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურა

ქ. თბილისი, დიღმის მასივი, II კვარტალი, კორნელი ჩალაძის ქუჩა №1

☎️ (032) 2 405 327

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა

ქ. თბილისი, დიღმის მასივი, II კვარტალი, კორნელი ჩალაძის ქუჩა №1

☎️ (032) 2 405 115

ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურა

ქ. თბილისი, დიღმის მასივი, II კვარტალი, კორნელი ჩალაძის ქუჩა №1

☎️ (032)2 405 402

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა

ქ. თბილისი, დიღმის მასივი, II კვარტალი, კორნელი ჩალაძის ქუჩა №1

☎️ (032) 2 405 370

გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურა

ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა №30

☎️ (032) 2 405 306

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა/რუსთავის რაიონული პროკურატურა

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქუჩა №17

☎️ (032) 2 405 472

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა/გორის რაიონული პროკურატურა

ქ. გორი, დავით გურამიშვილის ქუჩა №5

☎️ (032) 2 405 491

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა/ახალციხის რაიონული პროკურატურა

ქ. ახალციხე, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა №1

☎️ (032) 2 405 946

კახეთის საოლქო პროკურატურა/თელავის რაიონული პროკურატურა

ქ. თელავი, ერეკლე მეორეს მოედანი №3

☎️ (032) 2 405 641

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა/ქუთაისის რაიონული პროკურატურა

ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა №20

☎️ (032) 2 405 518; 2 405 844

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა/ზუგდიდის რაიონული პროკურატურა

ქ. ზუგდიდი, სპირიდონ კედიას ქუჩა №5

☎️ (032) 2 405 684

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა/ბათუმის რაიონული პროკურატურა

ქ. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა №7

☎️ (032) 2 405 603

მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორი

faq plus sign