კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
ნაადრევი ქორწინება
უკან დაბრუნებაშესავალი
წინამდებარე გზამკვლევში წარმოდგენილია ინფორმაცია 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის, არასრულწლოვნის ქორწინების იძულების და არასრულწლოვანთან ქორწინების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის სამართლებრივი რეგულაციების და მსხვერპლის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ.
გზამკვლევში წარმოდგენილია ინფორმაცია ზემოაღნიშნული დანაშაულების დეფინიციების და სასჯელების, ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი პროცედურების, დაზარალებულის უფლება-მოვალეობებისა და მხარდაჭერის პროგრამების შესახებ.
რა არის ნაადრევი ქორწინება
ბავშვის უფლებების კონვენციის და ქართული კანონმდებლობის თანახმად, 18 წლამდე პირი ითვლება ბავშვად და მასთან ქორწინება აკრძალულია.
ნაადრევი ქორწინება, რომელსაც ბავშვთა ქორწინებასაც უწოდებენ, გულისხმობს ნებისმიერ არარეგისტრირებულ ქორწინებას, რომლის ერთ-ერთი ან ორივე მხარე 18 წელს მიუღწეველი პირია.
16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის სხეულში ნებაყოფლობითი სექსუალური ხასიათის შეღწევა შეიძლება ჩადენილ იქნას ნაადრევი ქორწინების დროს (დაოჯახებულ წყვილებს შორის).
ნაადრევი ქორწინება წარმოადგენს ბავშვის უფლებების დარღვევის ერთ-ერთ მძიმე ფორმას. ნაადრევ ქორწინებას ხშირ შემთხვევებში განაპირობებს კულტურული, რელიგიური, გენდერული, ეთნიკური და სხვა ფაქტორები.
ნაადრევი ქორწინების დროს მაღალია გოგონებზე როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობის რისკი. ბავშვებს ეზღუდებათ განათლებაზე ხელმისაწვდომობა. რიგ შემთხვევებში, ნაადრევი ქორწინება იწვევს ფსიქიკურ დარღვევებს, ნევროზს და დეპრესიულ მდგომარეობას. ნაადრევ ქორწინებას ხშირად თან ახლავს ნაადრევი ორსულობის და აბორტის რისკი, რაც საფრთხეს უქმნის როგორც გოგონების, ასევე, ნაყოფის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოებს მოუწოდებენ ნაადრევი ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევად და მოზარდებისთვის საფრთხის შემცველად გამოაცხადონ და შეიმუშავონ სტრატეგიული გეგმები ამ მავნე ტრადიციის აღმოსაფხვრელად.
ნაადრევ ქორწინება, რომელიც არასრულწლოვანთან არარეგისტრირებულ თანაცხოვრებას გულისხმობს, დკავშირებულია ისეთ დანაშაულებთან, როგორიც არის, რას წარმოადგენს სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, არასრულწლოვნის ქორწინების იძულება და არასრულწლოვანთან ქორწინების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთა.
რას წარმოადგენს სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში
კანონით დასჯადია წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, მისი თანხმობით, სრულწლოვანი პირის მიერ სექსუალური ხასიათის შეღწევა. ეს ნიშნავს, რომ სრულწლოვანი დაისჯება 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევისთვის, მაშინაც, თუ 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირი ამაზე თანხმობას აცხადებდა.
აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით.
ამ დანაშაულის მსხვერპლი შეიძლება იყოს 16 წელს მიუღწეველი როგორც გოგონა, ასევე, ბიჭი.
ქმედების ჩამდენი შეიძლება იყოს მხოლოდ სრულწლოვანი, ანუ, 18 წელს მიღწეული როგორც მამრობითი, ასევე, მდედრობითი სქესის პირი.
სექსუალური ხასიათის შეღწევა შეიძლება განხორციელდეს ორალური, ვაგინალური ანდა ანალური გზით.
მსხვერპლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა შეიძლება განხორციელდეს როგორც სხეულის ნებისმიერი ნაწილით, ასევე, ნებისმიერი საგნის გამოყენებით.
თუ 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა განხორციელდა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ასეთი შემთხვევა წარმოადგენს არანებაყოფლობით სქესობრივ კავშირს და მოძალადე დაისჯება გაუპატიურებისთვის. გაუპატიურების ჩადენისთვის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს 14 წლის ასაკს მიღწეულ ნებისმიერ პირს.
ვინაიდან 12 წელს მიუღწეველი პირი ასაკობრივი განვითარების გათვალისწინებით მოკლებულია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევაზე 12 წელს მიუღწეველი პირის მიერ გამოხატული თანხმობა არ ჩაითვლება ნებაყოფლობით გაცემულ - ნამდვილ თანხმობად და 12 წელს მიუღწეველი პირის სხეულში, თუნდაც მისი თანხმობით, ორალური, ვაგინალური ან ანალური გზით სექსუალური ხასიათის შეღწევა შეფასდება გაუპატიურებად.
ასევე, გაუპატიურებად შეფასდება 12-დან 16 წლამდე პირის სხეულში მისივე თანხმობით განხორციელებული სექსუალური ხასიათის შეღწევა, თუ კი დადგინდება, რომ გარემოებების ან მისი ასაკობრივი განვითარების დონიდან გამომდინარე, მას არ შეეძლო ნამდვილი ნების გამოვლენა.
16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის სხეულში ნებაყოფლობითი სექსუალური ხასიათის შეღწევა შეიძლება ჩადენილ იქნას ნაადრევი ქორწინების დროს (არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებს შორის) ან ქორწინების გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში, ქმედება წარმოადგენს დანაშაულს და 140-ე მუხლის შესაბამისად, ისჯება 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელი კიდევ უფრო მკაცრდება, თუ ქმედება ჩადენილია წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ორსული ქალის, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის ან ჯგუფურად, ან თუ დამნაშავეს წარსულში ჩადენილი ჰქონდა სხვა სქესობრივი დანაშაული. ამ შემთხვევებში დამნაშავეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 8-დან 12 წლამდე.
რა უნდა იცოდეს 16 წელს მიუღწეველმა არასრულწლოვანმა, თუ მასთან სრულწლოვანმა პირმა დაამყარა სქესობრივი კავშირი
თუ 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან 18 წელს მიღწეულმა პირმა დაამყარა სქესობრივი კავშირი, მიუხედავად არასრულწლოვნის თანხმობისა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ სრულწლოვან პირს. 16 წლის ასაკს მიუღწეველი არასრულწლოვანი არის ამ დანაშაულის მსხვერპლი, ვინაიდან 16 წლის ასაკამდე კანონით დაცულია მისი სქესობრივი ხელშეუხებლობა.
როდესაც გამოძიება მიმდინარეობს 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე, არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერი წარმომადგენლის მოწვევისას გაითვალისწინება დანაშაულის მსხვერპლი არასრულწლოვნის სურვილი, ჩაერთოს თუ არა მის წარმომადგენლად მისი მშობელი, პაპა, ბებია, და ან ძმა. არასრულწლოვანი დაზარალებულის სურვილის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული პირების ნაცვლად, პროცესში შესაძლოა ჩაერთოს და მასთან ჩასატარებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს დაესწროს მისთვის სანდო ნებისმიერი პირი (მასწავლებელი, უფროსი მეგობარი და სხვა) ან მისი სურვილის შემთხვევაში - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პირი, რომელიც გახდა ამ დანაშაულის მსხვერპლი, არ უნდა დაბრკოლდეს, მიმართოს რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოს.
რა არის ქორწინების იძულება
როგორც ზემოთაც აღინიშნა, ბავშვის უფლებების კონვენციის და ქართული კანონმდებლობის თანახმად, 18 წლამდე პირი ითვლება ბავშვად და მასთან ქორწინება აკრძალულია.
საქართველოს კანონმდებლობით, გარდა ქორწინების ასაკისა, ასევე, აუცილებელია დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.
სისხლის სამართლის კანონით ისჯება ქორწინების იძულება.
არარეგისტრირებულია ქორწინება, თუ პირებმა ფაქტობრივად იქორწინეს, თუმცა, არ მიუმართავთ შესაბამისი ორგანოსთვის მათი ქორწინების რეგისტრაციის მიზნით.
ვინაიდან კანონმდებლობა კრძალავს 18 წლამდე ასაკის პირის ქორწინების რეგისტრაციას, პრაქტიკაში გვხვდება 18 წლამდე პირთან არარეგისტრირებული ქორწინების (დაოჯახების) შემთხვევები. რაც შეეხებათ სრულწლოვან პირებს, ისინი შესაძლოა იმყოფებოდნენ როგორც რეგისტრირებულ, ასევე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში.
კანონი დასჯადად აცხადებს როგორც არარეგისტრირებული, ასევე, რეგისტრირებული ქორწინების იძულებას. შესაბამისად, იძულებითი ქორწინების მსხვერპლი შესაძლოა იყოს როგორც არასრულწლოვანი, ასევე, სრულწლოვანი პირი.
არასრულწლოვნის ქორწინებას ხშირად წინ უსწრებს არასრულწლოვნის ნიშნობა. ვინაიდან ნიშნობა, წარმოადგენს ქორწინებაზე წინასწარ თანხმობას, დადგენილი პრაქტიკით, ნიშნობის იძულება, ასევე ფასდება არარეგისტრირებული ქორწინების იძულებად.
ქორწინების იძულების მსხვერპლი შეიძლება იყოს როგორც ქალი, ასევე, კაცი.
დანაშაული შესაძლებელია ჩადენილი იქნას როგორც მდედრობითი, ისე მამრობითი სქესის პირის მიერ.
ქორწინების იძულება შესაძლოა ჩადენილი იქნეს 14 წლის ასაკს მიღწეული ნებისმიერი პირის მიერ.
მოძალადის მიერ იძულება ხორციელდება იმ მიზნით, რომ მსხვერპლი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში შევიდეს მისთვის არასასურველ პირთან.
პირი დაისჯება ქორწინების იძულებისთვის, თუ იგი დაზარალებულს აიძულებს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში შევიდეს არა მასთან, არამედ სხვა პირთან. ამგვარ ფაქტებს ხშირად ადგილი აქვს არასრულწლოვნის მიმართ, მისი ოჯახის წევრების მხრიდან.
ქორწინების იძულება შეიძლება ჩადენილ იქნას ოჯახი წევრის, მათ შორის, მშობლის მიერ. ასევე, შეყვარებულის, ყოფილი შეყვარებულის ან ყოფილი მეუღლის მიერ.
ქორწინების იძულების მუხლით პირი დაისჯება იმ შემთხვევაშიც, თუ ადგილი ჰქონდა ქორწინების მიზნით პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, მიუხედავად იმისა, მის ქმედებას მოჰყვა თუ არა ნიშნობა ანდა ქორწინება.
ქორწინების იძულების ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 1501 მუხლით. ამ დანაშაულის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა მძიმდება, თუ ქორწინების იძულება ჩადენილია 18 წლამდე პირის მიმართ ან არაერთგზის.
როგორ განიმარტება იძულება
როგორ ისჯება ქორწინების მიზნით ჩადენილი არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთა (არასრულწლოვნის მოტაცება)
როგორია რეაგირება არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე
რა სახის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები შეიძლება ჩატარდეს არასრულწლოვანი დაზარალებულის მონაწილეობით
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ არასრულწლოვანი დაზარალებულის მონაწილეობით შეიძლება ჩატარდეს შემდეგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები:
გამოკითხვა;
შემთხვევის ადგილის დათვალიერება;
საგამოძიებო ექსპერიმენტი;
ამოცნობა;
ნიმუშის აღება;
სამედიცინო ან სხვა სახის ექსპერტიზა;
დაზარალებულად ცნობის დადგენილების წარდგენა და უფლება-მოვალეობების განმარტება და სხვა.
ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ესწრება არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერი ან საპროცესო წარმომადგენელი და ადვოკატი.
საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ მოქმედებებს არასრულწლოვანი დაზარალებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ასევე, დაესწროს ფსიქოლოგი, ხოლო, არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში - კოორდინატორი.
რა უფლებებით სარგებლობს არასრულწლოვანი დაზარალებული სამართალწარმოების პროცესში
გამოძიების პროცესში არასრულწლოვან მსხვერპლთან კომუნიკაცია ექნება მხოლოდ სპეციალიზებულ (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში გადამზადებულ) გამომძიებელს და პროკურორს. აღნიშნული პირები ვალდებული არიან მაქსიმალურად დაიცვან არასრულწლოვნის ინტერესები და სამართალწარმოების პროცესში მისი მონაწილეობა გახადონ ნაკლებად სტრესული.
არასრულწლოვან დაზარალებულს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, იცოდეს რაში ედება ბრალი მის მიმართ დანაშაულის ჩამდენ პირს, რა სახის შეზღუდვები დაუწესდა ბრალდებულს, მიიღოს ინფორმაცია სასამართლო სხდომის თარიღების შესახებ, იცოდეს რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ და რა სასჯელი შეეფარდა დანაშაულის ჩამდენ პირს. ასევე, შეუძლია კანონიერ წარმომადგენელთან და ადვოკატთან ერთად გაეცნოს საქმის მასალებს და მიიღოს საქმისა და საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებების ასლები.
სამართალწარმოების პროცესში დაზარალებულის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია. აღნიშნული გულისხმობს, რომ პროცესის მონაწილეებს ევალებათ არ გაამჟღავნონ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ ქმედებასთან, მასთან ჩატარებულ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებთან, დაზარალებულად ცნობასთან და სხვა.
არასრულწლოვანი დაზარალებულის უფლებების დაცვისა და სტრესის თავიდან არიდების მიზნით, შესაძლოა არასრულწლოვანი დაზარალებულის მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო სხდომა სრულად ან ნაწილობრივ დაიხუროს. ასევე, შესაძლებელია დაზარალებულის დაკითხვისას ბრალდებული გაიყვანონ სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
არასრულწლოვანი დაზარალებულის უფლებების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ: (დაილინკება შესაბამისი გვერდი - გზამკვლევი ბავშვებისთვის)
ვის უნდა მიმართოს რეაგირებისთვის არასრულწლოვანმა ან ნებისმიერმა პირმა, თუ მისთვის ცნობილია არასრულწლოვანის მიმართ დანაშაულის ჩადენის შესახებ
არასრულწლოვანს, რომელიც გახდა ზემოაღნიშნული რომელიმე დანაშაულის მსხვერპლი, აგრეთვე, ნებისმიერ პირს, თუ ფლობს ინფორმაციას არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შესახებ, რეაგირებისა და დახმარებისთვის შეუძლია მიმართოს:
Þ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“ - უფასო ცხელი ხაზი - 112;
Þ ბავშვთა დახმარების უფასო ცხელი ხაზი -111;
Þ ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელი ხაზი - 116 006;
Þ იურიდიული დახმარების სამსახურის ცხელი ხაზი - 1485 ან +995 (32) 2920055;
Þ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი - 08 00 00 00 88.
სამართალდამცავი ორგანოების დროული ინფორმირებულობა ხელს შეუწყობს დაზარალებულის უფლებების დაცვას, დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის ჩამდენ პირთა დროულ გამოვლენას და კანონის შესაბამისად დასჯას.
წყაროები, სადაც შეგიძლია მოიძიო დამატებითი ინფორმაცია გზამკვლევში წარმოდგენილ საკითხებზე
Þ ბავშვის უფლებების კონვენცია - https://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/aqtebi17.pdf;
Þ ბავშვის უფლებათა კოდექსი - https://matsne.gov.ge/ka/document/view/4613854?publication=12;
Þ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი -
https://matsne.gov.ge/document/view/16426?publication=284;
Þ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი -
https://matsne.gov.ge/ka/document/view/90034?publication=171;
Þ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი -
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2877281?publication=28;
Þ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები -https://matsne.gov.ge/ka/document/view/3394478?publication=0;https://www.unfpa.org/sites/default/files/resource-pdf/EndingChildMarriage_Brochure_English-Web-Final.pdf;
Þ https://www.unicef.org/georgia/sites/unicef.org.georgia/files/2019-11/child_marriage_ge.pdf;
Þ Child-Marriage-Brochure-HR_164-1.pdf