კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
ხელმძღვანელი პირები
კახაბერ მურადაშვილი
გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე
2026 წლის 22 ივნისს დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ.
კახაბერ მურადაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.
2006 წელს საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსისა და სტაჟირების წარმატებით გავლის შედეგად, დაინიშნა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორად.
2013-2016 წწ. იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი.
2016-2017 წწ. იკავებდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის თანამდებობას.
2017-2018წწ. იყო ზესტაფონის რაიონული პროკურორი
2018-2026 წლებში იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებს, მათ შორის იყო ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (გამოძიების ხაზით), შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.