კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე ამნისტიის კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მარტვილში, სენაკსა და აბაშაში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

26 დეკემბერი, 2023

სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე ამნისტიის კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მარტვილში, სენაკსა და აბაშაში დაინტერესებულ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. 

პროკურორებმა მოსახლეობას ახალ კანონთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს, კერძოდ, განუმარტეს თუ რა ტიპის მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება კანონი და ვის ეხება ის; ასევე, თუ რა ვადებში და რა ფორმით შეუძლიათ სახელმწიფოსთვის ზიანის ანაზღაურება პირებს, რომლებიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

ამნისტიის შესახებ ახალი კანონის მიზანს იმ ათასობით მოქალაქის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება წარმოადგენს, რომლებმაც სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები დანაშაულებრივი გზით მიისაკუთრეს. ამნისტიის კანონის გამოყენებით, პირი ნასამართლევად არ ჩაითვლება.

დეტალური ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე ამნისტიის კანონის შესახებ იხილეთ აქ.

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურის განცხადება

საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტრ... ...

14 ივნისი, 2025

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებულებს 11 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავე... ...

13 ივნისი, 2025

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღ... ...

13 ივნისი, 2025