კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა, გასაღების და გასაღების მიზნით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვისთვის ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით  თავისუფლების  აღკვეთა   მიესაჯათ

17 თებერვალი, 2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე  ე.მ., ხოლო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ გასაღების მიზნით, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა და შენახვის ფაქტზე ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადასტურდა, რომ უკრაინის მოქალაქეებმა ა.ა.-მ და ე.მ.-მ წინასწარი შეთანხმებით შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინეს და ინახავდნენ 20 ცალ ყალბ 500 ევროიან კუპიურას.

2019 წლის 15 მაისს, ე.მ.-მ, ქ. თბილისში, ოთხ სხვადასხვა სავალუტო ჯიხურში, მოლარეებზე გაასაღა ორ-ორი ცალი ყალბი 500 ევროიანი კუპიურა, რაც ამოღებულია. ხოლო იმავე დღეს ჩატარებული ე.მ.-ს პირადი ჩხრეკისას დამატებით ამოღებულია კიდევ ორი ცალი ყალბი 500 ევროიანი კუპიურა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ა.ა.-მ შემდგომი გასაღების მიზნით შეიძინა და 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით ინახავდა 10 ცალ ყალბ 500 ევროიან კუპიურას.

სამართალდამცველების მიერ საერთო ჯამში  ამოღებულ იქნა 10 000 ევროს ოდენობის 20 ცალი ყალბი 500 ევროიანი  კუპიურა.

სამართალდამცველებმა  ე.მ. და ა.ა. 2019 წლის 15 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. ე.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (4 ეპიზოდი)), ხოლო ა.ა.-ს 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით  (ყალბი ვალუტის შეძენა და შენახვა გასაღების მიზნით, დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.მ. და ა.ა. დამნაშავედ ცნო  წარდგენილ ბრალდებაში  და ორივეს სასჯელის  სახედ  და  ზომად  7 წლით და 6 თვით  თავისუფლების  აღკვეთა   განუსაზღვრა.

 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებულებს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და ჯგუფურ... ...

11 ივლისი, 2025

news image

საქართველოს პროკურატურის განცხადება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქ... ...

11 ივლისი, 2025

news image

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე 34 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე 34 პირს ბრალდება... ...

11 ივლისი, 2025