კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

ყაჩაღობისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს 20-20 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

08 სექტემბერი, 2020

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულები ტ.ლ., თ.მ., და დ.ჯ. დამნაშავედ ცნო. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 5 ნოემბერს, ტ.ლ., დ.ჯ., დ.პ. და თ.მ. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში ყაჩაღობის მიზნით თ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ, თავს დაესხნენ თ.ბ.-ს, მიაყენეს სხვადასხვა სახის დაზიანებები და თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვეს. უარის მიღების და დაზარალებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობის შემდეგ, თავდამსხმელებმა თ.ბ. მოკლეს, შემდეგ კი, თ.ბ.-ს ოჯახის კუთვნილი 7900 ლარის ღირებულების ოქროს ნივთებს, 3100 ლარს, 1600 ლარად ღირებულ ლეპტოპს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ტ.ლ., დ.ჯ. და თ.მ. 2019 წლის 9 დეკემბერს დააკავეს. ტ.ლ.-ს და თ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით,  მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, ანგარებით) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჯგუფურად, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), ხოლო დ.ჯ.-ს 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით , მე-3 ნაწილის ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, ანგარებით, არაერთგზის) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ , ,,ბ’’  და ,,გ’’ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ.
თელავის რაიონულმა სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ტ.ლ.-ს და დ.ჯ.-ს 20-20 წლით, ხოლო თ.მ.-ს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
რაც შეეხება მეოთხე ბრალდებულს დ.პ.-ს, ვინაიდან იგი ემალება გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტით და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით. დ.პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად თელავის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნეს

ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა  სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო და... ...

02 მაისი, 2025

news image

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო... ...

02 მაისი, 2025

news image

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო... ...

01 მაისი, 2025