კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები განახორციელებენ
29 მარტი, 2021
საქართველოს პროკურატურაში, ევროპის საბჭოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თემაზე სპეციალიზაცია ინერგება. აღნიშნული დანაშაულების საქმეებზე საქართველოს პროკურატურის ორგანოებში საპროცესო ხელმძღვანელობას მიმდინარე წლის 10 აპრილიდან, მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები განახორციელებენ.
სასწავლო პროგრამის გახსნისას, მონაწილეებს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა მიმართ ძალადობის პროგრამის ანალიტიკოსმა ირინა ჯაფარიძემ და ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის პოლიტიკის მრჩეველმა სარა ჰააპლაინენმა მიმართეს, რა დროსაც ხაზი გაესვა სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას და მულტიდისციპლინური მიდგომების აუცილებლობას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროცესი განგრძობადი იქნება და სწავლება მომავალშიც გაგრძელდება.
პროგრამა მიმდინარე წლის 29 მარტიდან დაიწყება და სწავლებას სამი ჯგუფი გაივლის, რის საფუძველზეც პროკურორებს სქესობრივი დანაშაულის საკითხებზე სპეციალიზაცია მიენიჭებათ და სერტიფიკატები გადაეცემათ.
სასწავლო პროგრამა საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად, მოიცავს დაზარალებულთან/მსხვერპლთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს. 4-დღიანი ინტენსიური სწავლების ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სქესობრივ დანაშაულებზე არსებული საერთაშორისო სტანდარტები და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები, სქესობრივ დანაშაულთა განმარტება და სქესობრივი დანაშაულების ურთიერთგამიჯვნის საკითხები, გამოძიების პრობლემური საკითხები, მტკიცებულებათა მოპოვება და მტკიცებულებითი სტანდარტი, დაზარალებულად ცნობის და სისხლის სამართალწარმოების პროცესში დაზარალებულის უფლებების დაცვის სტანდარტები, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მექანიზმები, დაზარალებულზე ორიენტირებული მიდგომები სამართალწარმოების პროცესში. აგრეთვე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთან გასათვალისწინებელი გარემოებები და მიდგომები, სქესობრივ დანაშაულებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთის საკითხები, შშმ პირების მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების სპეციფიკა, სექსუალური ძალადობა და ტრავმა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან ურთიერთობის ფსიქოლოგიური თავისებურებები და ა.შ.
სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და უწყება შემდგომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით მზაობას გამოთქვამს. აღნიშნულ თემაზე კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, ძებნილი მსჯავრდებულის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ
მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის... ...
05 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის... ...
05 ოქტომბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონ... ...
05 ოქტომბერი, 2026