კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების  უკანონოდ დაუფლების ფაქტზე  ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და ორ პირს ბრალდება წარედგინათ

11 დეკემბერი, 2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების უკანონოდ დაუფლების ფაქტზე ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს (ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი) ი.კ.-ს, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს ზ.ყ.-ს და  შ.პ.ს „კუნძულის“ დირექტორს ე.ღ.-ს  ბრალდება წარუდგინა.  
  საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე მუშაობის დროს ი.კ.-მ და  ამავე მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროსმა ზ.ყ.-მ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და შ.პ.ს. ,,კუნძულის“ დირექტორის ე.ღ.-ს უპირატესობა მიანიჭეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. კერძოდ, ფოთის თეატრის მშენებლობის სამუშაოების შესრულების დროს, საჯარო მოხელეებმა - ი.კ.-მ და ზ.ყ.-მ, ყალბად დამზადებული მიღება-ჩაბარების აქტებით, თითქოსდა სამუშაოებმა 9102139.71 ლარი  შეადგინეს, სამუშაოები ჩათვალეს შესრულებულად და ჩაიბარეს, მაშინ როდესაც რეალურად  შესრულებული იყო 359 222.81 ლარით ნაკლები სამუშაო.
 აღნიშნული ქმედებით ი.კ. და ზ.ყ., სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დირექტორს ე.ღ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 359 222.81 ლარის უკანონოდ დაუფლებაში დაეხმარნენ, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. 
   ი.კ. და ზ.ყ.-ს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 25.180-ე მუხლის მე-3  ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით, 25. 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო  ე.ღ.-ს  180-ე მუხლის მე-3  ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით წარედგინათ.
სისხლის სამართლის საქმეზე  გრძელდება გამოძიება. ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის და შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის და შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან... ...

04 ივლისი, 2025

news image

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, მონაწილეობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის რვა პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, მასში მონაწილეობის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის რ... ...

04 ივლისი, 2025

news image

პროკურატურამ გასაღების მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გასაღების მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრ... ...

04 ივლისი, 2025