კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს 6 ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს
18 ოქტომბერი, 2019
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრები აირჩიეს. საპროკურორო საბჭოს წევრები გახდნენ: ამირან გულუაშვილი, გვანცა გვიმრაძე, ირაკლი გაჩეჩილაძე, ვლადიმერ ნარინდოშვილი, მერაბ ჯერანაშვილი და ილია ჯანაშია.
საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება - საქართველოს პროკურორთა კონფერენცია საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარემ შალვა თადუმაძემ გახსნა.
პროკურორთა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაიკლ გრანტმა და ევროკავშირის სისხლის სამართლის მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა პიმ ალბერსმა.
საპროკურორო საბჭო პროკურატურის დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და ეფექტიანობას უზრუნველყოფს.
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია. საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორ წევრს ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. მათგან მინიმუმ ერთი მეოთხედი მაინც განსხვავებულ სქესს უნდა წარმოადგენდეს. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წლით განისაზღვრება. აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე საბჭოს წევრს საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამ... ...
21 ივნისი, 2025
საქართველოს პროკურატურის განცხადება
საქართველოს პროკურატურამ, საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი პირი დააკავა. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართვე... ...
20 ივნისი, 2025
პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე... ...
20 ივნისი, 2025