კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი უწყების - დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
28 აპრილი, 2023
საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის და ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის თანამშრომლები დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი უწყების - დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს დეტალურად გააცნეს პროკურატურის ძირითადი საგამოძიებო მიმართულებები და არსებული გამოწვევბი. ყურადღება გამახვილდა საქართველოს პროკურატურის მიღწევებზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე განიხილეს წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის და ეფექტიანი გამოძიების კონკრეტული მაგალითები.
ორმხრივ შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროკურატურის როლს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღნიშნულ თემაზე,პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს ახლად შექმნილი კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს სტრუქტურა და არსებული პრაქტიკა გააცნეს.
დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს მნიშვნელოვანი გამოცდილება კიბერდანაშაულის პრევენციისა და გამოძიების მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები მომავალში ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალი... ...
19 ოქტომბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონ... ...
19 ოქტომბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალები... ...
19 ოქტომბერი, 2026