კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, ხელი მოეწერა ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებით ოქმს და კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის მეორე დამატებით ოქმს გაძლიერებული თანამშრომლობისა და ელექტრონული მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე

18 ივნისი, 2024

საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, 2024 წლის 17 ივნისს ხელი მოეწერა ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებით ოქმს და კიბერდანაშაულის შესახებ 2001 წლის კონვენციის მეორე დამატებით ოქმს გაძლიერებული თანამშრომლობისა და ელექტრონული მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს.

ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებითი ოქმი ითვალისწინებს კონვენციისა და მისი სამი დამატებითი ოქმის დებულებების შევსებასა და მოდერნიზაციას, რათა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კვალდაკვალ მოხდეს მათი ადაპტაცია თანამედროვე გამოწვევებთან და საჭიროებებთან. ცვლილებები ძირითადად ეხება ექსტრადიციის ფარგლებში ხანდაზმულობის ვადებს, სახელმწიფოთა შორის კომუნიკაციის თანამედროვე არხების და საშუალებების გამოყენებას, წარსადგენ დოკუმენტაციას, სპეციალობის წესს და ტრანზიტის საკითხებს.

კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის მეორე დამატებითი ოქმი გაძლიერებული თანამშრომლობისა და ელექტრონული მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე ამარტივებს და აჩქარებს საზღვრებს მიღმა არსებული ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების პროცესს. კიბერდანაშაულის მზარდი მაჩვენებლებისა და საერთაშორისო ელემენტების მატების ფონზე, იგი მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობებს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ახალი რეგულაციების თანახმად, ფართოვდება სამართალდამცავ ორგანოებსა და უცხოურ ინტერნეტ მომსახურებების მიმწოდებელ კომპანიებს შორის თანამშრომლობის, გადაუდებელ შემთხვევებში ქვეყნებს შორის ელექტრონული მტკიცებულებების სასწრაფო გაცვლისა და კომპლექსური კიბერდანაშაულის საქმეებზე მულტიეროვნული საგამოძიებო ჯგუფების შექმნის შესაძლებლობები. გაუმჯობესებული სამართალდაცვითი მექანიზმების პარალელურად, დოკუმენტი ადამიანის უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მყარ სამართლებრივ ჩარჩოს აწესებს ოქმით გათვალისწინებული სამართალდაცვითი ფუნქციების აღსრულებისას.

საქართველოს პროკურატურა ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებითი ოქმის და კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის მეორე დამატებით ოქმის ხელმოსაწერად მზადების პროცესში წარმმართველი უწყება იყო.

საქართველოს სახელით აღნიშნულ დამატებით ოქმებს ხელი მოაწერა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა - თამარ ტალიაშვილმა, ხოლო ევროპის საბჭოს სახელით დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ - ბიორნ ბერგემ. ხელმოწერის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარი... ...

04 ივნისი, 2025

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ერთ პ... ...

03 ივნისი, 2025

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფა... ...

03 ივნისი, 2025