კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
საქართველოს პროკურატურის განცხადება გიგი სვანის დაჭრასთან დაკავშირებით საქმის გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე
14 ივნისი, 2013
საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული განცხადებები 2013 წლის 26 მაისს ყიფშიძის ქუჩაზე გიგი სვანის დაჭრის დანაშაულის გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს.
2013 წლის 26 მაისს ყიფშიძის ქუჩაზე გიგი სვანის დაჭრასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო იმავე დღეს შსს თბილისის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პირველ განყოფილებაში გიგი სვანის ჯანმრთელბის დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, დანაშაულისათვის რაც გთვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. გამოძიების მიერ გატარებულ იქნა ყველა საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება დანაშაულის გახსნის მიზნით. მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა დანაშაულის ჩადენაში პოლიციის მოხელის სავარაუდო მონაწილეობა, საქმე დაიქვემდებრა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ 2013 წლის 11 ივნისს დაკავებული იქნა დავით გელას ძე გელაძე, შსს კრიმინალური პოლიციის მეოთხე სამმართველოს უფროსი. დ. გელაძეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება). 12 ივნისს თბილისის პროკურატურამ მიმრთა სასამართლოს დ. გელაძისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. 2013 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების შესახებ და ბრალდებულ დ. გელაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 15.000 ლარის ოდენობით. თბილისის პროკურატურა გაასაჩივრებს სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას. საქმეზე გრძელდება გამოძიება.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალ... ...
05 ნოემბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზ... ...
04 ნოემბერი, 2026
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში შეტანის მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის და... ...
04 ნოემბერი, 2026