კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
საქართველოს პროკურატურის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
05 ნოემბერი, 2021
საქართველოს პროკურატურის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში, თემაზე - „გენდერული აუდიტის რეკომენდაციების შესრულების ხელშეწყობა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმის გაძლიერება საქართველოს პროკურატურაში“ ერთობლივი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც პროკურატურის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.
შეხვედრის მიზანს სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმის და უწყების გენდერული მეინსტრიმინგის პრიორიტეტების შესახებ მსჯელობა წარმოადგენს.
ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა 2021 წელს საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის რეკომენდაციების შესრულების სტატუსი, სექსუალურ შევწროვებაზე რეაგირების მექანიზმის დანერგვა და მისი ეფექტიანი აღსრულება.
შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა საქართველოს პროკურატურის მიერ შესრულებული რეკომენდაციები და პროკურატურაში გენდერული მეინსტრიმინგის გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებები. თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის რეკომენდაციების შესაბამისად, გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება საქართველოს პროკურატურის განვითარების 2022 – 2027 წლის სტრატეგიაშია დაგეგმილი. 2021-2022 წლებში საქართველოს პროკურატურა უწყებისთვის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ასევე, გენდერულ საკითხებზე მომუშავე სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს.
გენდერული აუდიტის ძირითადი ამოცანაა მოახდინოს ორგანიზაციის გენდერული ანალიზი და შეისწავლოს უწყებაში არსებული გენდერული პოლიტიკა, გამოავლინოს როგორ აღიქმება თანამშრომლების მიერ გენდერული თანასწორობის საკითხი და რამდენად პრიორიტეტულია იგი უწყების პოლიტიკის, საქმიანობის თუ შიდა ორგანიზაციულ დონეებზე. ასევე, გენდერული აუდიტის ამოცანას წარმატებული პრაქტიკის შესწავლა და არსებული გამოწვევების დასაძლევად რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს.
სამუშაო შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში იმართება, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა მხარდაჭერილი.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარი... ...
04 ივნისი, 2025
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ერთ პ... ...
03 ივნისი, 2025
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფა... ...
03 ივნისი, 2025