კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურის და 11 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, 23 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე, თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ, ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა

08 ნოემბერი, 2023

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით.
გვსურს გამოვეხმაუროთ ევროჯასტის მიერ ერთობლივი, წარმატებული, ღონისძიებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2023 წლის ივლისში შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა.
ღონისძიების მიზანს ტრანსნაციონალური ხასიათის მქონე თაღლითური ქოლ-ცენტრების და მათ ორგანიზებაში ჩართულ პირთა გამოვლენა წარმოადგენდა, რომლებიც საქართველოს გარდა არაერთ, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც მოქმედებდნენ.
ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ასეულობით ვებ გვერდის გამოყენებით ქმნიდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. ორგანიზებული ჯგუფის სამიზნეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის ძირითადად შვეიცარიის და გერმანიის მოქალაქეები წარმოადგენდნენ. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით ზიანი რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს.
საქართველოში ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე ქოლ-ცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებული იქნა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ უძრავ-მოძრავ ქონებებს, საბანკო ანგარიშებს და მათზე განთავსებულ ფულად თანხებს.
ერთობლივი გამოძიება ამჟამადაც გრძელდება და გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, საქართველოს პროკურატურაში, ტრანსნაციონალური, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით, მიმდინარე  გამოძიების ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად, პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ათეულობით ფიზიკური და რამდენიმე იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება  ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ.
ამავდროულად, საქართველოს  პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროჯასტის კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების, მათ შორის ტრანსნაციონალური დანაშაულების ორგანიზატორების მხილების მიზნით.

ევროჯასტის განცხადება აღნიშნულ ფართომასშტაბიან ღონისძიებასთან დაკავშირებით:
Actions across Europe against online fraud with cryptocurrencies
Eurojust coordinates operation at request of Swiss authorities

 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს... ...

20 მარტი, 2025

news image

პროკურატურამ ნარკოდანაშაულში მონაწილე 9 პირს, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მომზადების ფაქტებზე 9 პირ... ...

19 მარტი, 2025

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების... ...

19 მარტი, 2025