კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა აშშ-ში კიბერდანაშაულთან ბრძოლის თემაზე გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს
26 ივლისი, 2022
ამერიკის საელჩოს სამართლებრივი მრჩევლის პროგრამის მხარდაჭერით, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ალექსანდრე მუყასაშვილი, პროკურორი ზინიკო ქობალია და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი გიორგი მეტრეველი ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ, სადაც ქალაქ დენვერში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს.
კონფერენციაზე, რომლის მიზანსაც კიბერდანაშაულთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა, ამერიკის სხვადასხვა შტატიდან მოწვეულმა ექსპერტებმა მონაწილეებს კიბერდანაშაულთან და მუდმივად მზარდი რაოდენობის ციფრულ მტკიცებულებებთან მუშაობის შესახებ გამოცდილება გაუზიარეს.
კონფერენციის შემდგომ, ქართული დელეგაცია შეხვდა ამერიკის ფედერალური პროკურატურის დენვერის ოფისის წარმომადგენლებს, შტატის პროკურატურის ოფისს ქ. დენვერში და მის ხელმძღვანელს ბეთ მაქკენს; ამავე პროკურატურის კიბერდანაშაულთან ბროლის სამმართველოს, დენვერის პოლიციის დეპარტამენტს; ქ. ბოლდერის შერიფის დეპარტამენტს; ქ. ბოლდერის პროკურატურას და მის ხელმძღვანელს მაიკლ დოგერთის. შეხვედრებზე განხილული იყო საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახლად შექმნილი კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსთვის ციფრული პროგრამები და საუკეთესო პრაქტიკა.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით,უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით, უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობი... ...
06 ივნისი, 2025
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს... ...
06 ივნისი, 2025
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქ... ...
05 ივნისი, 2025