კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის დანაშაულზე სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი შეიმუშავა
24 ივნისი, 2023
პროკურატურამ, ცხოველის წამების და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტების პრევენციის და ამ დანაშაულზე სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების მიზნით, პარლამენტთან ერთად, შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი.
ცვლილება ითვალისწინებს ცხოველის წამების და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სასჯელის გამკაცრებას, რაც ხელს შეუწყობს მსგავსი დანაშაულის პრევენციას.
აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომლის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და აღნიშნული დანაშაულის პრევენციაა. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, დაინტერესებულ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საზოგადოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების... ...
30 სექტემბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქ... ...
30 სექტემბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, გამოძალვის, იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, ტარების და ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტებზე სასამართლომ ერთ პირს უვადო, ხოლო მეორეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, მკვლელობის... ...
30 სექტემბერი, 2026