კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
30 აგვისტო, 2024
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 აგვისტოს, ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ასევე თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა და იქვე შემთხვევით მყოფმა საქართველოს სამმა მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული საზღვრის გადაკვეთისთვის დადგენილი წესების დარღვევით, უკანონოდ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორზე მეტი პირისა და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) დაუსწრებლად წარედგინა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე სახელ... ...
16 სექტემბერი, 2026
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის... ...
16 სექტემბერი, 2026
საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებული სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო, სადაც კონკურსანტები სპეციალიზაციის ტესტირებას აბარებენ. მასში მონა... ...
16 სექტემბერი, 2026