კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები მამუკა ფარულავა და დიმიტრი ფაღავა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
25 მაისი, 2021
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის ისტორიული შედეგის მიღწევაში, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას გულისხმობს, განსაკუთრებული პირადი წვლილის, თავდაუზოგავი შრომისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის ღირსების ორდენით საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი მამუკა ფარულავა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი ფაღავა (საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის ყოფილი მოადგილე) დააჯილდოვა.
ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ლილუაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
ასევე, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, საქართველოსთვის ისტორიული შედეგის მიღწევაში განსაკუთრებული პირადი წვლილის, თავდაუზოგავი შრომისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს გენერალური შტაბის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლები.
2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას სხვა უწყებებთან ერთად ახორციელებდა საქართველოს გენერალური პროკურატურა. სტრასბურგის სასამართლოში გამოძიებით მოპოვებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა, რის საფუძველზეც ქართული მხარე, სასამართლოს წინაშე, ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით წარდგა. მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში კი, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინის... ...
15 მაისი, 2025
პროკურატურა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს
საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ბრალდება ჯგუფურად განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ... ...
15 მაისი, 2025
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქ... ...
15 მაისი, 2025