კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ლიეტუვას გენერალურ პროკურორს ნიდა გრუნსკიენეს შეხვდა

28 სექტემბერი, 2022

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ლიეტუვას რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ნიდა გრუნსკიენეს შეხვდა. შეხვედრას, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ლიეტუვას გენერალური პროკურორის მოადგილე გინტას ივანაუსკასი და ლიეტუვას რესპუბლიკის პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ლიეტუვას პროკურატურის დელეგაციის წევრებმა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტებზე, განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

როგორც შეხვედრაზე ლიეტუვას გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, კონფერენციაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

"დღეს შევხვდით საქართველოს გენერალურ პროკურორს და მის გუნდს, განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობა, რაც ჩვენი ქვეყნებისთვის აუცილებელია. აღნიშნული ღონისძიება ძალიან სასარგებლოა ლიეტუვასთვის და იმედი მაქვს, ეს სხვა ქვეყნებისთვისაც ასეა" - აღნიშნა შეხვედრაზე ნიდა გრუნსკიენემ.​

ლიეტუვას გენერალურმა პროკურორმა პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის წარმატებით ორგანიზებისთვის საქართველოს გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა.

"კონფერენციის ორგანიზება არის იდეალური. მიღება და საქართველოს სტუმართმოყვარეობა შესანიშნავია. ჩვენ ბევრი კარგი რამ გავიგეთ საქართველოს შესახებ" - აღნიშნა ნიდა გრუნსკიენემ.

შეხვედრაზე, მხარეებმა ასევე, ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.

ლიეტუვას გენერალური პროკურორი ნიდა გრუნსკიენე და გენერალური პროკურორის მოადგილე გინტას ივანაუსკასი საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან.

საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიურ კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას თემაზე - "გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" მასპინძლობს.

 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და იძულების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და იძულების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მ... ...

28 აპრილი, 2025

news image

პროკურატურამ ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის, შენახვის და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შ... ...

25 აპრილი, 2025

news image

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტ... ...

25 აპრილი, 2025