კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

10 დეკემბერი, 2021

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

ირაკლი შოთაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს მიერ სხვადასხვა პროექტებში გაწეული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, გენერალური პროკურორის მოადგილეები,  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები: ტიტუს კორლატეანი, კლოდ კერნი, ბას კლეინი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა საქართველოს პროკურატურასა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, განიხილეს ერთობლივად განხორციელებული პროექტები და მიმდინარე რეფორმები. ასევე, ხაზი გაესვა  ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა  საქართველოს პროკურატურასა და  ევროპის საბჭოს თანამშრომლობის  კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალ... ...

05 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზ... ...

04 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში შეტანის მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის და... ...

04 ნოემბერი, 2026