კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა
15 ოქტომბერი, 2021
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი სამართლებრივი თანამშრომლობისთვის და საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციის წევრებისთვის შეფასების სისტემის; რანგირების სისტემის; სტაჟირების სისტემის; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების; შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების; ოჯახური დანაშაულის; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და ქონების ჩამორთმევის, კორუფციული დანაშაული IBM-12 პროგრამის და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებების შესახებ პრეზენტაციები გამართეს.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის წარმომადგენლები და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არის მჭიდრო, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები და მართლმსაჯულების მიმართულებითაც თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ირაკლი შოთაძე: "ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის სტუმრობა, ჩვენთვის აზერბაიჯანი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენს ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებითაც თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დღეს განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ფულის გათეთრება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა კატეგორიის მნიშვნელოვანი დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლა. ასევე, რაც მთავარია დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანისა და საქართველოს პროკურატურებს შორის ურთიერთთანამშრომლობა სისხლის სამართლის სფეროში უფრო გაძლიერდება".
აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა კამრან ალიევმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალურ პროკურორს მასპინძლობისთვის. მან ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრის დასასრულს, ორი ქვეყნის გენერალურმა პროკურორებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში იგეგმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის კამრან ალიევს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესა... ...
03 აგვისტო, 2026
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და გენერალური პროკურორის მოადგილეები,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მ... ...
01 აგვისტო, 2026
პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლასროლი იარაღის და საბრძოლო მასალი... ...
31 ივლისი, 2026