კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე არგენტინის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
03 მაისი, 2023
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე არგენტინის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ბუენოს აირესის გენერალურ პროკურორს და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) პრეზიდენტს ხუან ბაუტისტა მაჰიკესს შეხვდა.
შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და ბუენოს აირესის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიზნით მომავალში ერთობლივი ღონისძიებების გატარების მზაობა გამოხატეს. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს პროკურატურის სტრუქტურული მოწყობის და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და ბუენოს აირესის გენერალურმა პროკურორმა ხუან ბაუტისტა მაჰიკესმა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის საფუძველზეც მხარეებმა ერთობლივ ინტერესს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ტექნიკური ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ასევე ერთობლივი კვლევების, ტრეინინგების, სამუშაო შეხვედრებისა და სხვა სასწავლო აქტივობების დაგეგმვის შესახებ მზაობა გამოთქვეს.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ბუენოს აირესის პროკურატურის გამოძიების ცენტრს და სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიას ეწვივნენ, სადაც მტკიცებულებათა მოპოვებასა და შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარებასთან დაკავშირებით ადგილობრივ პრაქტიკას გაეცნენ. კიბერდანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული დანაყოფის წარმომადგენლებმა, ქართველ კოლეგებს ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების და გამოძიების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია გააცნეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ არგენტინელ კოლეგებს კიბერდანაშაულის გამოძიებისას საკუთარი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვედრა გაიმართა ბუენოს აირესის უზენაეს სასამართლოში, სადაც არგენტინელმა მოსამართლეებმა მართლმსაჯულების სფეროში მათი როლისა და ფუნქციების შესახებ ისაუბრეს.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის, შენახვის და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შ... ...
25 აპრილი, 2025
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტ... ...
25 აპრილი, 2025
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები დამნ... ...
25 აპრილი, 2025