კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
საქართველოს გენერალური პროკურატურისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით სამეცნიერო- პრაქტიკული ელექტრონული ჟურნალი შეიქმნა
20 აპრილი, 2022
საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობით, სამეცნიერო პრაქტიკული ელექტრონული ჟურნალი შეიქმნა. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი აღნიშნული ჟურნალის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე მორის შალიკაშვილი, სარედაქციო კოლეგიის წევრები, პრაქტიკოსი პროკურორები და სამართლის დარგის მეცნიერები.
სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი შესაძლებლობას მისცემს პრაქტიკოსებსა და მკვლევარებს გაცვალონ ახალი ინფორმაცია, იდეები და მოსაზრებები საპროკურორო საქმიანობისა და დანაშაულის პრევენციის აქტუალური საკითხების შესახებ. სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალი ხელს შეუწყობს პროკურატურასა და აკადემიურ წრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ნორმების ერთგვაროვან განმარტებას და სასამართლო პრაქტიკის გამოწვევების სწორ ანალიზს. ელექტრონული ჟურნალი იქნება ერთგვარი პლათფორმა, რომელიც სამართლის თეორიისა და პრაქტიკის სინთეზს მოახდენს..
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე და ელექტრონული ჟურნალის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ჟურნალის ელექტრონული ვერსია წელიწადში ორჯერ გამოიცემა და მასში როგორც პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების, ასევე სამეცნიერო იურიდიული სფეროს წარმომადგენელთა სტატიები გამოქვეყნდება.
სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, პრაქტიკოსი პროკურორების და გამომძიებლებისთვის, ასევე დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის საკითხებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სა... ...
21 ოქტომბერი, 2026
უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივრის საფუძველზე, ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით განადგურების ფაქტზე გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ცეცხლთან და მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით სხვისი ნივთ... ...
21 ოქტომბერი, 2026
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების დათესვა, მოყვანის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის ფაქტებზე 142 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის... ...
21 ოქტომბერი, 2026