კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, საფრანგეთიდან ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულების ექსტრადიცია განხორციელდა

20 მაისი, 2021

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, 2021 წლის 19 მაისს, საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულების - ვ.გ.-ს და თ.ჟ.-ს საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, საქართველოში შემდგომი ექსტრადიციის მიზნით გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე, საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ საერთაშორისო ძებნილი ვ.გ. 2018 წელს, ხოლო ძებნილი თ.ჟ. 2019 წელს წინა საექსტრადიციო პატიმრობაში იქნენ აყვანილი.
საქართველოს გენერალური პროკურატურა ვ.გ.-ს ინტერპოლის არხებით, წითელი ცირკულარით  ძებნას, 1994 წელს ქ. თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ჩადენილი ვ.მ.-ს, ნ.მ.-ს და ფ.მ.-ს განზრახ მკვლელობის საქმეზე ახორციელებდა.
სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 1994 წლის 18 იანვარს ქ.თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვ.მ. გაიტაცეს, რომელიც დაზარალებულის მშობლებისგან გამოსასყიდის მიღების შემდგომ გაათავისუფლეს. მას შემდეგ, რაც დაზარალებულის ოჯახის წევრმა განცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო მისი შვილის გამტაცებლების ვინაობა, ჩადენილ დანაშაულში მხილების შიშით და ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ვ.გ. და მისი თანამზრახველები 1994 წლის 19 თებერვალს, მალულად შევიდნენ ვ.მ.-ს საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.მ.-მ და მისმა მშობლებმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღეს. მკვლელობის შემდგომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცეს და მიიმალნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის განაჩენით, ვ.გ. დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილით (ორი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკითა და ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალი ადამიანის სიცოცხლისათვის, სხვა დანაშაულის დაფარვისა და სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით) და 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით) და  2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და 6 თვით განესაზღვრა. 
საქართველოს გენერალური პროკურატურა მეორე სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულის თ.ჟ.-ს ძებნას ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გადაზიდვის და გასაღების ფაქტზე ახორციელებდა.
სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ 2005 - 2008 წლებში საფრანგეთის რესპუბლიკაში მყოფმა თ.ჟ.-მ სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, მათ შორის, საფოსტო გზავნილის და ავტომანქანის მეშვეობით, რამდენჯერმე გაუკეთა ორგანიზება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსის“ საქართველოში შემოტანას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის განაჩენით, თ.ჟ. დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და„ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გადაზიდვისა და გასაღებისათვის, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ვ.გ.-ს და თ.ჟ.-ს საფრანგეთიდან საქართველოში ეტაპირება განხორციელდა და ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იქნენ შესახლებულნი.
საქართველოს პროკურატურა, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი და ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება მომავალშიც მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა საქართველოში დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა, წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე.
 

სხვა სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ახალი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს ყალბ ისტორიებს და დოკუმენტაციას უქმნიდნენ

საქართველოს პროკურატურამ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის... ...

14 ივლისი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და მცენარე „კანაფის“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალები... ...

13 ივლისი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა,... ...

13 ივლისი, 2026