კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს

21 ივლისი, 2023

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, 2023 წლის 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ უწყებას ბრალდებულის ექსტრადიციის შუამდგომლობით 2023 წლის 14 ივნისს მიმართა და შესაბამისი მასალები მიაწოდა. პროკურატურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად, ვესტმინსტერის მაგისტრატი მოსამართლის ბრძანების საფუძველზე დანაშაულის ჩამდენი პირი 2023 წლის 16 ივლისს დააკავეს და მას  საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.  

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2023 წლის 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად  გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად გვამი დაუსახლებელ ადგილას დამარხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

ამჟამად მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, რათა ბრალდებულის  საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდეს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ 6 პირი: ოთხი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე; ერთი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე; ერთი, გამოსაკითხ პირზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალი... ...

19 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონ... ...

19 ოქტომბერი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალები... ...

19 ოქტომბერი, 2026