კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, პროკურატურის თანამშრომლის სახელით ჩადენილი დანაშაული გამოავლინა და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა

25 ივლისი, 2023

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით ჩადენილი დანაშაული გამოავლინეს და  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, მეტი დამაჯერებლობისთვის, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს. კერძოდ, ბრალდებულებმა დაზარალებულებს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ნდობის მოპოვების მიზნით მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის საინვესტიციო პირობებით საკუთრებაში გადაცემა შეეძლოთ და ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის საკითხის მოგვარებას უზრუნველყოფდნენ, რის სანაცვლოდაც, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულთა კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას - 50 000 ლარს და 30 000 აშშ დოლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

ბრალდებულები, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 22 ივლისს, მოსამართლის განჩინებით, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საქართველოს პროკურატურა მოგმართავთ, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის სახელით მსგავსი ან სხვა სახის უკანონო შეთავაზებას ჰქონდა ადგილი, მიმართეთ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, რასაც მოჰყვება მყისიერი, სამართლებრივი რეაგირება.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმარ... ...

11 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრ... ...

10 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად... ...

10 ნოემბერი, 2026