კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

10 თებერვალი, 2021

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქალაქე თ.ჭ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის ივნისში თ.ჭ., დაზარალებულს დაჰპირდა, რომ  თითქოსდა შეეძლო სისხლის სამართლის საქმეებზე სხვადასხვა კომპანიებისა და პირებისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით  ჩამორთმეული და ვითომდა პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონებების (საცხოვრებელი ბინების)  და ავტომანქანის მისთვის გადაცემა, რის სანაცვლოდაც  მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ  5 500 აშშ დოლარს.
თ.ჭ-ს ბრალდება წარედგინა   საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პროკურატურის სახელით მსგავსი ან სხვა სახის  უკანონო შეთავაზებას მათ მიმართაც ჰქონდა ადგილი, მიმართონ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, რაზეც მოხდება მყისიერი სამართლებრივი რეაგირება. მათი კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ თბილისში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთ... ...

03 ივლისი, 2025

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელებზე თავდასხმისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სა... ...

03 ივლისი, 2025

news image

პროკურატურამ გასაღების მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გასაღების მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარ... ...

03 ივლისი, 2025