კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადება
13 სექტემბერი, 2019
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით. ამასთან, დამატებითი შეზღუდვის სახით მას აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებებით გამოსვლა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
2019 წლის 2 ივლისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ბრალდებულ ნიკანორ მელის მიმართ დამატებით გამოყენებული იქნა ელექტრონული მონიტორინგი.
პირველი მომართვისთანავე, ნიკანორ მელიას პროკურატურისგან მიეცა თანხმობა გამოცხადებულიყო საქართველოს პარლამენტში და განეხორციელებინა სადეპუტატო უფლებამოსილება. გარდა ამისა, მას აქვს სრულყოფილი კომუნიკაცია მედიასთან საცხოვრებელი სახლიდან.
გენერალური პროკურატურის ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, 2019 წლის 10 სექტემბერს, ნიკანორ მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი.
აქედან გამომდინარე, ნიკანორ მელია დაბარებულია საქართველოს პროკურატურაში, რათა განემარტოს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ... ...
09 ივლისი, 2025
პროკურატურამ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ყვარელში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მ... ...
09 ივლისი, 2025
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე სასამართლომ სამი პირი დამნაშავედ ცნო
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკა... ...
09 ივლისი, 2025