კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა

19 დეკემბერი, 2022

გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეიქმნა. 

გენერალურ პროკურატურაში, საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის წარმომადგენლები, მოსამართლეები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. გენერალურმა პროკურორმა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბჭოს მიზანია მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დაზარალებულების საჩივრების მოსმენა, მათი უფლებების უზრუნველყოფა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაზრდა.

„სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის და ეფექტიანი სახელმწიფო ბრალდების უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღეთ აღნიშნული საბჭოს შექმნის თაობაზე. ასევე მინდა ვთქვა, რომ თითოეულ მოქალაქეს, დაზარალებულს, რომელსაც შესაძლოა გარკვეული პრეტენზიები გააჩნდეს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რაც სიცოცხლის უფლების ხელყოფას ეხება, საშუალება ექნება მიმართოს აღნიშნულ საბჭოს. საჩივრების განმხილველი საბჭო იმსჯელებს იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელიც დაყენებული იქნება საჩივრის ფარგლებში, მოხდება აღნიშნული პრობლემების გადაჭრა და შესაბამისად, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება“- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა „სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა განმხილველი საბჭოს“ თემაზე პრეზენტაცია გამართა და მის ფუნქციებსა და უფლებამოსილებაზე ისაუბრა. 

როგორც ნინო აღლემაშვილმა განაცხადა, საჩივრების განმხილველი საბჭო უზრუნველყოფს ამ კატეგორიის საქმეებზე გამოძიების ეფექტიანობას და პროცესის მონაწილეთა, მათ შორის, უპირატესად დაზარალებული მხარის უფლებების დაცვას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია დაზარალებულს ჰქონდეს ნდობა პროცესის მიმართ და განცდა იმისა, რომ მისი უფლებები საქმის განხილვის ყველა ეტაპზე მაქსიმალურად დაცული იყო.

პრეზენტაცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ნინო აღლემაშვილს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ საბჭო განიხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს, რომელთა შორის მოიაზრება ნებისმიერი დანაშაული, რომელსაც შედეგად ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. 

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საბჭო იქნება ქმედითი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე ოპტიმალურ ვადებში ყველა საჭირო გადაწყვეტილების მიღებას და ასევე, დაზარალებულთან სისტემატურ კავშირს იმისთვის, რომ მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია მიმდინარე პროცესის შესახებ.

საბჭო 9 პროკურორი წევრისგან შედგება, რომელთაც მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მუშაობის ხანგრძლივი და ნაყოფიერი გამოცდილება აქვთ.

 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებ... ...

03 ივლისი, 2026

news image

თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა

თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარედგინა და აღკვეთის ღონისძიე... ...

03 ივლისი, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების ფაქტებზე ,,ლაგი კაპიტალის” მფლობელებს 10 - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თ... ...

03 ივლისი, 2026