კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა
19 მარტი, 2022
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, განხორციელებული რეფორმის შედეგად და საპროკურორო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, გენერალური პროკურორის ბრძანებით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა.
პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო 2012 წლიდან ფუნქციონირებდა. სამართალდამცავ ორგანოებში ადამიანის უფლებების გაძლიერების, ასევე საერთაშორისო ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად აღსრულების, საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების ჯეროვნად შესრულების, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით პროკურორთა საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გადაწყდა ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს გაძლიერება და დეპარტამენტად გარდაქმნა.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მჭიდროდ ითანამშრომლებს ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამასთან, მოხდება მათი რეკომენდაციების შესწავლა და სათანადო რეაგირება.
გარდა ამისა, დეპარტამენტის ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს პროკურატურაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ორიენტირებული სტრატეგიის, სამოქმედო გეგმებისა და ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვა და განხორციელება, სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ეფექტიანი აღსრულება;
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს პროკურატურის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული ინსტიტუციურად დამოუკიდებელი, ძლიერი და მიუკერძოებელი უწყების რეფორმირების პროცესში.
სხვა სიახლეები
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება... ...
24 ოქტომბერი, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცვე... ...
24 ოქტომბერი, 2026
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა, რაც სასამართლომ დაამტკიცა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონ... ...
23 ოქტომბერი, 2026