კონტრასტი
ფონტი
საქართველოს
პროკურატურა
სიახლეები
საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
07 სექტემბერი, 2023
საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა.
აღნიშნულ პირი 2022 წლის 8 სექტემბერს, ქალაქ სტამბოლში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა. კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ ძებნილი პირის მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა შეიარაღებულ დანაშაულებრივ ორგანიზაციებს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდა.
თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 12 ოქტომბერს დააკავეს.
საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2023 წლის 15 თებერვალს, აღნიშნული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად ცნეს ქართულმა სასამართლოებმა. მოგვიანებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ზემოხსენებული პირის ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს თურქ კოლეგებს.
საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან.
სხვა სიახლეები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მსჯავრდებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯ... ...
12 ნოემბერი, 2026
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ვაკის რაიონში, მრგვალ ბაღის მიმდებარედ ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სა... ...
12 ნოემბერი, 2026
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დე... ...
12 ნოემბერი, 2026