კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

საქართველოს პროკურატურის განცხადება

03 ნოემბერი, 2020

2020 წლის 03 ნოემბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების დამძიმების მოთხოვნის შუამდგომლობით მიმართა. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიერ, მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობის დარღვევის ფაქტი, კერძოდ: როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2020 წლის 01 ნოემბერს, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას -  საქართველოს პარლამენტის სასახლესთან განცხადებების გაკეთებისას, დემონსტრაციულად მოახდინა ელექტრონული მონიტორინგის უზრუნველმყოფი მოწყობილობის მოხსნა და მოშორება. ბრალდებულმა აღნიშნული ქმედებით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობა. შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით გამოყენების შესახებ. დამატებითი ღონისძიების სახით ასევე მოთხოვნილია ნიკანორ მელიასთავის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვების აკრძალვის დაწესება, ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დაჯილდოვდნენ

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა მოადგილეებთან ერთად წარმატებული თანამშრომლები სა... ...

30 მაისი, 2025

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პატიმრის წამების ფაქტზე ბრალდებული, სასჯელაღსრულების დეპარტამენტ... ...

29 მაისი, 2025

news image

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა... ...

27 მაისი, 2025