კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების, არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ხასიათის და გარყვნილი ქმედების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიების და არაადიამური მოპყრობის ფაქტებზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

03 ივნისი, 2026

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების, არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ხასიათის და გარყვნილი ქმედების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიების და არასრულწლოვანის მიმართ არაადიამური მოპყრობის ფაქტებზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ასაკის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფ არასრულწლოვან გერს სისტემატურად აუპატიურებდა, აყენებდა მას პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში. ასევე მის მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება. ბრალდებულმა დაზარალებული დაიყოლია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე და სისტემატურად აწევინებდა ნარკოტიკულ საშუალება „მარიხუანას“. მოიპოვა მისი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალა, რომლსაც მობილურ ტელეფონში ინახავდა.
გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულმა სხვა არასრულწლოვანი დაზარალებულის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა, ხოლო მესამე არასრულწლოვნის მიმართ ჩაიდინა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 18 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 11 პრიმა-141-ემუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 141-ემუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა-138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 11 პრიმა-144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ბრალდების მხარემ სასჯელის დამძიმების მოთხოვნით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდე... ...

02 ივლისი, 2026

news image

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებ... ...

02 ივლისი, 2026

news image

პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილებისის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო... ...

01 ივლისი, 2026