კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და არასრულწლოვანის  გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

13 სექტემბერი, 2022

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა  გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი და არასრულწლოვანის  გაუპატიურების ფაქტზე, ერთი პირი დამნაშავედ ცნო.  
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, ბრალდებულმა ორ პირთან ერთად, ცოლად შერთვის მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვანს, შემდეგ კი დაზარალებული  გააუპატიურა.   
აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენით აღნიშნული პირი გაუპატიურების ფაქტზე გაამართლა,  სამივე პირი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე და თითოეულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა აღნიშნულ განაჩენს კატეგორიულად არ დაეთანხმა და სასამართლოს განაჩენი გაუპატიურების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლომ  პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ გაუპატიურება) და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.
 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვის და მოყვანის ფაქტებზე თერთმეტ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული ნი... ...

03 აგვისტო, 2026

news image

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესა... ...

03 აგვისტო, 2026

news image

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და გენერალური პროკურორის მოადგილეები,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მ... ...

01 აგვისტო, 2026