კონტრასტი

img img img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი
menu icon

სიახლეები

news image

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და არასრულწლოვანის  გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

13 სექტემბერი, 2022

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა  გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენი და არასრულწლოვანის  გაუპატიურების ფაქტზე, ერთი პირი დამნაშავედ ცნო.  
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით  დადასტურდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, ბრალდებულმა ორ პირთან ერთად, ცოლად შერთვის მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვანს, შემდეგ კი დაზარალებული  გააუპატიურა.   
აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 23 სექტემბრის განაჩენით აღნიშნული პირი გაუპატიურების ფაქტზე გაამართლა,  სამივე პირი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე და თითოეულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა აღნიშნულ განაჩენს კატეგორიულად არ დაეთანხმა და სასამართლოს განაჩენი გაუპატიურების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლომ  პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ გაუპატიურება) და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.
 

სხვა სიახლეები

news image

პროკურატურის საჩივრის საფუძველზე, უზენაესმა სასამართლომ პატიმრის წამების ფაქტზე მსჯავრდებულ ალექსანდრე მუხაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამების ფაქტზე მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწეს... ...

20 ნოემბერი, 2026

news image

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, იძულების, მუქარის, ადევნებისა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, 2024-2026 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში, მეუღლის მიმართ განხორციელებული... ...

20 ნოემბერი, 2026

news image

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებისა და მისი აღსრულების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებისა და მისი აღსრულების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა... ...

19 ნოემბერი, 2026